ჩოგბურთი

12:41 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერერომ ჩინეთში აკადემია გახსნა

მსოფლიო რეიტინგსიის ექპირველმა ნომერმა ხუან კარლოს ფერერომ ჩინეთის ქალაქ ჟენშენში საკუთარი საჩოგბურთო აკადემია დააარსა. სასწავლებლის ხელმძღვანელი ფერეროს პარტნიორი, ცნობილი საჩოგბურთო მწვრთნელი ანტონიო მარტინეს-კასალესი იქნება, პერიოდულად კი წვრთნებს ჩინელ ბავშვებს ხუან კარლოსიც ჩაუტარებს.

აკადემია 20 ღია და 4 დახურული გრუნტისსაფარიანი და ამდენივე ჰარდის კორტისგან, აგრეთვე 5 ათასიანი ტევადობის ტრიბუნების ცენტრალური სტადიონისგან შედგება.

“მეტად მოხარული ვარ, ესოდენ ამბიციური პროექტის მონაწილე რომ გავხდი. დარწმუნებული ვარ, ჟენშენი ჩინეთში ჩოგბურთის განვიტარების ერთ-ერთ ცენტრად გადაიქცევა. თუკი აქაური სამუშაო ეთიკა ჩვენ საჩოგბურთო ფილოსოფიას სათანადოდ კარგად შეერწყა, სამომავლოდ ნამდვილ ჩემპიონებს აღვზრდით”, - ფერეროს ეს სიტყვები АТР-ის ოფიციალურ ვებგვერდს მოჰყავს.

შეგახსენებთ, ხუან კარლოს ფერერო მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი 2003 წელს იყო. იმავე სეზონში მას საფრანგეთის ღია პირველობა მოუგია და აშშ-ის ღია ჩემპიონატის ფინალში უთამაშია, 2000, 2004 და 2009 წლებში კი “ფურია როხასთან” ერთად დევისის თასის ჩემპიონობა მოიპოვა. ფერერომ აქტიური საჩოგბურთო კარიერა 2012 წელს შეწყვიტა, მის მიერ გამომუშავებული საპრიზო თანხა კი 14 მილიონ დოლარს უტოლდება. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111885