ჩოგბურთი

22:26 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერერი ბარსელონას დაემშვიდობა

 

კატალონიის დედაქალაქ ბარსელონაში  Barcelona Open Banc Sabadell-ის ტურნირის მეორე ეტაპის მატჩები გაიმართა. ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა მეორე ნომრად განთესილი დავიდ ფერერი. ესპანელმა ჩოგბურთელმა მსოფლიოს 55-ე ადგილზე მყოფ თეიმურაზ გაბაშვილთან 4-6 2-6 წააგო. მატჩის შემდეგ გაბაშვილი კმაყოფილი იყო.

"ეს იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გამარჯვება. კორტზე გავედი იმ იმედით, რომ მატჩს გავაკონტროლებდი და ეს ჩინებულად გამომივიდა."

ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა რაფა ნადალმა თანამემამულე ალბერტ რამოსი გაჭირვებით ორსაათიან ბრძოლაში 7-6 6-4 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. შეხვედრის შემდეგ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა აღნიშნა, რომ ეს მისი საუკეთესო მატჩი არ იყო.

"რასაკვირველია, კარგად არ ვიმითამაშია, მაგრამ დღევანდელი გამარჯვებით ბედნიერი ვარ. ჩემთვის გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კარგი თამაში. მე მჭირდება თამაშის ხარისხის გაუმჯობესება და ამისთვის ყოველდღე აქტიურად ვმუშაობ."

27 წლის რაფაელ ნადალმა ბარსელონას ტურნირზე სარეკორდო 41-ე მატჩი მოიგო.

 

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116854