ფეხბურთი

11:33 | 18.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი ქპრ-ში ერთი წელი ითამაშებს

 

ინგლისის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, კარიერას "ქუინზ პარკ რეინჯერსში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს.

35 წლის მცველმა ქპრ-სთან ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო თუ რამდენს მიიღებს ხელფასის სახით, ჯერჯერობით, უცნობია.

"ჩემს ძმას კლუბზე კარგის გარდა, სხვა არაფერი უთქვამს. ანტონსაც ვესაუბრე და რედნაპსაც და გადავწყვიტე აქ მოვსულიყავი. ბევრი შემოთავაზება მქონდა, ისეთი ადგილებიდანაც, სადაც კარგი კლიმატია. მინდა კლუბს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დავეხმარო." - განაცხადა ფერდინანდმა.

ვეტერანი ფეხბურთელის ძმა ანტონ ფერდინანდი ქპრ-ში თამაშობდა. შეგახსენებთ, რომ როი ფერდინანდმა გასული სეზონი "მანჩესტერში" დაასრულა და კლუბმა 35 წლის მცველს კონტრაქტი აღარ გაუხანგრძლივა. "წითელი ეშმაკების" მაისურით ფერდინანდმა 450 მატჩი ჩაატარა და 8 გოლიც გაიტანა.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120308