თამაშგარე

11:25 | 1.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ფემენი” ევრო 2012-ის წინააღმდეგ

რაც უფრო ცოტა დრო რჩება უკრაინა-პოლონეთში გასამართ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატამდე, მით უფროდაუფრო აქტიურდება უკრაინის ფემინისტ ქალთა მოძრაობა ”ფემენი”, რომელიც, ალბათ უკვე იცით, საკუთარ პროტესტს მეტად ორიგინალურად გამოხატავს.
უკრაინელი ფემინისტების მიერ საჯაროდ და ხალხით გაძეძგილ ადგილებზე მკერდის მოშიშვლება ისეთივე უბრალო ამბავია, როგორც მთვრალი რუსის ნახვა. ბოლო დროს, “ფემენის” წევრები უკრაინა-პოლონეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატს ემტერებიან (აქაოდა, სადაც ქალთა უფლებები ირღვევა, იქ ევროპის ჩემპიონატი არ უნდა ტარდებოდესო) და იმუქრებიან, რომ თუკი ჩემპიონატს უკრანაში გამართავენ, ყველანაირად შეეცდებიან, ამ ტურნირის ჩაშლას.
ცოტა ხნის წინ, უკრაინელი ფემინისტების წინააღმდეგ რიგითი გულშემატკივრები ამხედრდნენ და მკერდმოშიშვლებულ გოგონათა დაოკება კანონის ძალით მოითხოვეს. ახლა კი, ევროპის ჩემპიონატში ფულის ჩამდები ბიზნესმენები დაირაზმნენ და უკრაინის პოლიციას ოფიციალურად მოსთხოვეს “ფემენის” უკანონო ორგანიზაციად გამოცხადება. უკრაინელი სამართალდამცველები ჯერ გადამჭრელი ზომების მიღებას არ ჩქარობენ, რადგან მსოფლიო ფემინისტური მოძრაობების გადამტერება არ უნდათ.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090588