ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი კრისტიან ვიერი, საკუთარმა ცხოვრების წესმა მწერლების მუზად აქცია. როგორც იცით, ეს მხნე კაცი, თავისი ცხოვრების მანძილზე, არაერთი ქალის გულთამპყრობელი ყოფილა და მისი ეს გატაცება იტალიური ჟურნალის, “სინიორეს“ ფელეტონების თემად იქცა.
ზემოხსენებული ყოველთვიური ქალთა ჟურნალი, “ბობოზე“ ირონიულ პასქვილებს აქამდეც ხშირად აქვეყნებდა, მაგრამ ამჯერად, ვიერი უკვე მუდმივი რუბრიკის მთავარი თემა გახდა. ჟურნალისტი ელზა კორეა, კრისტიანის შესახებ ერთმანეთზე მჩქეფარე ტექსტებს წერს.
“მის დაკუნთულ, ნავარჯიშებ სხეულზე, მართალია, დიდი და უხეში თავია მიბმული, მაგრამ ეს “ბობოს“ ხელს არ უშლის ზღვის ტალღასავით გადაევლოს სასურველ ქალბატონს და მის ცხოვრებაში ისეთივე კვალი დატოვოს, როგორც ვეზუვმა დაუტოვა პომპეის“, – ვკითხულობთ ქალბატონი ელზას ნაღვაწში...







