ჩოგბურთი

19:37 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერის მეოთხე ფინალის შანსი

 როჯერ ფედერერი პლანეტის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელია (დიდი სლემის 17 ტურნირი მოუგია), თუმცა მოპოვებულ თასთა კოლექციაში მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი პრიზი არ აქვს. 32 წლის შვეიცარიელი სამჯერ იყო ამ შეჯიბრების ფინალში, მაგრამ სამივეჯერ რაფა ნადალთან წააგო. წლეულს ფედერერი კიდევ ერთხელ იბრძოლებს ფინალში გასასვლელად და თუ ეს მოახერხა, გადამწყვეტ მატჩში რაფასთან ჭიდილი აღარ მოუწევს...

მეოთხედფინალში ფედერერმა ფრანგ ჟო ვილფრიდ ცონგას 2:6, 7:6, 6:1 მოუგო. პირველი სეტი აფროფრანგის უპირატესობით წარიმართა და მისივე დამაჯერებელი მოგებით დასრულდა, მეორე პარტიაში როჯერმა ტაიბრეიკით იმარჯვა, მესამეში კი თავიდანვე ხელთ იპყრო თამაშის სადავეები, 5:0 წაიყვანა და საბოლოო გამარჯვების მიღწევაც არ გასჭირვებია.

ნახევარფინალში როჯერ ფედერერი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და ესპანელი გილერმო გარსია-ლოპესს შორის მოგებულს შეხვდება.

შეგახსენებთ, მონტე კარლოს “მასტერზ1000”-ის საპრიზო ფონდი 3452415 ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11081