ფეხბურთი

0:18 | 22.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფასიო “ტოტენჰემს” დაუახლოვდა

ესპანური “სევილიას” მცველი ფედერიკო ფასიო ლონდონის “ტოტენჰემთან” გადასვლასთან ახლოსაა. მოსალოდნელია, რომ 27 წლის მცველის ტრანსფერი ინგლისელებს 10 მილიონი ევრო დაუჯდებათ.

აღსანიშნავია, რომ სევილიელებმა ფეხბურთელს გადაწყვეტილების მოსაფიქრებლად 24 საათი მისცეს. თუკი ამ პერიოდში გარიგება არ განხორციელდა, ფასიო ანდალუზიაში უნდა დაბრუნდეს და “ვალენსიასთან” მატჩისთვის მომზადება დაიწყოს.

0.113288