ფეხბურთი

15:44 | 29.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ლიგის ჯგუფები დაკომპლექტდა

საფრანგეთის ქალაქ მონაკოში, უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ჯაბა კანკავას კლუბის "დნიპროს" მეტოქეები გახლავთ. F ჯგუფში უკრაინელები მილანის "ინტერს", ფრანგულ "სენტ ეტიენს" და აზერბაიჯანულ "ყარაბახს" დაუპირისპირდებიან.

48 კლუბი 12 ჯგუფში შემდეგნაირად გადანაწილდა:

A ჯგუფი: "ვილიარეალი", "ბორუსია", "ციურიხი", "აპოლონი".

B ჯგუფი: "კობენჰაგენი", "ბრიუგე", "ტორინო", "ჰიკ"

C ჯგუფი: "ტოტენჰემი", "ბეშიქთაში", "პარტიზანი", "ასტერასი".

D ჯგუფი: "ზალცბურგი", "სელტიკი", ზაგრების "დინამო", "ასტრა"

E ჯგუფი: პსვ, "პანათინაიკოსი", "ეშტორილი", მოსკოვის "დინამო".

F ჯგუფი: მილანის "ინტერი", "დნიპრო", "სენტ ეტიენი", "ყარაბახი".

Gჯგუფი : "სევილია", "სტანდარტი", "ფეინოორდი", "რიეკა".

H ჯგუფი: "ლილი", "ვოლსბურგი", "ევერტონი", "კრასნოდარი".

I ჯგუფი: "ნაპოლი", "სპარტა", "იანგ ბოიზი", "სლოვანი".

J ჯგუფი: კიევის "დინამო", "სტიაუა", "რიუ ავე", "ოლბორგი".

K ჯგუფი: "ფიორენტინა", "პაოკი", "გენგამი", მინსკის "დინამო".

L ჯგუფი: ხარკოვის "მეტალისტი", "ტრაბზონსფორი", "ლეგია", "ლოკერენი".

ჯგუფური ეტაპის მატჩები 18 სექტემბერს, 2 და 23 ოქტომბერს, 6 და 27 ნოემბერს და 11 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის 2014/15 წლების სეზონის ფინალს, პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა უმასპინძლებს.

გიორგი ბალახაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.142202