სხვა

0:58 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატი სერბმა წყალბურთელებმა მოიგეს

თბილისში დასრულებული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული სერბეთის წყალბურთელთა ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალში უნგრეთი 7:6 (3:1, 1:1, 1:3, 2:1) დაამარცხა.

ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში ხორვატებმა იტალიას 8:4 სძლიეს, ქართველმა 19-წლამდელებმა ყველა თამაში წააგეს და 16 გუნდს შორის ბოლო ადგილი დაიკავეს. საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელი მატჩი სლოვაკეთთან 7:8 დათმო.

0.131641