ევრო2012-ის ორგანიზატორები ტურნირიდან მილიარდამდე ევროს მოგების მიღებას ვარაუდობენ, ამის შესახებ ჟურნალისტებს ჩემპიონატის დირექტორმა მარტინ კალენმა ამცნო.
“2004 და 2008 წლებში, სპონსორებისა და ტელემაუწყებლებისგან მიღებულ თანხას თუ გადავხედავთ, ფინანსური კრიზისის მიუხედავად, წელს უეფამ ძალიან დიდ ფინანსურ მაჩვენებლებს მიაღწია. კრიზისიდან გამომდინარე, პოლონეთსა და უკრაინას ნაკლები რაოდენობით ტურისტი ეწვია, თუმცა მილიარდამდე ევროს მოგების მიღებას მაინც ვვარაუდობთ”, - განაცხადა კალენმა.
საინტერესოა, რომ 2008 წელს, როცა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი მატერიალურად ძლიერ ქვეყნებში – ავსტრიასა და შვეიცარიაში ჩატარდა, უეფას მხოლოდ 250 მილიონი ევრო ერგო.







