თამაშგარე

15:41 | 17.06.2012 | ნანახია [] - ჯერ

Evian-ის მხიარული სიურპრიზი მაშას

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა - 25 წლის რუსმა მარია შარაპოვამ, სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე ორიგინალურ საჩუქარზე ისაუბრა, რომელიც “როლან გაროსზე” განცდილი ტრიუმფის შემდეგ, კომპანია Evian-ისგან მიიღო.
“აი, კიდევ ერთი სახალისო სიურპრიზი ჩემი სპონსორისგან - Evian-ისგან. შეხედეთ, რა მდგომარეობაშია ეს ბავშვი მაისურზე! “როლან გაროსზე” გამარჯვების მეორე დღეს, ძალიან ადრე ავდექი. უფრო სწორად, მივხვდი, რომ მეტხანს თავს დაძინებას ვეღარ ვაიძულებდი. სასტუმროს ნომრის კარები, რომ გავაღე Evian-ის ჯგუფის მოლოცვასთან ერთად, ეს სასაცილო ფოტო აღმოვაჩინე”, - განაცხადა მაშამ.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091848