ფეხბურთი

14:42 | 20.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესპანური დომინირება საქართველოში

ესპანურმა პოპულარულმა გამოცემა Marca-მ, ქუთაისის “ტორპედოს” მთავარ მწვრთნელ ჟერარდ სარაგოსასა და ფიზმომზადების სპეციალისტს ალბერტო ბეროკალის სტატია მიუძღვნა სათაურით: “ესპანური დომინირება საქართველოში”.

გასულ სეზონში, თბილისის “დინამომ”, ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა, რაშიც ესპანელი “ვარსკვლავი” ჩისკო მუნიოსი, თანამემამულეებთან, მიკელ ალვაროსთან და კოტოსთან ერთად დაეხმარა.

ამჟამად, შედეგის მიღწევას სხვა ესპანელები ცდილობენ. ჟერარდ სარაგოსასა და ფიზმომზადების მწვრთნელ ალბერტო ბეროკალის ხელმძღვანელობით, ქუთაისის “ტორპედო”, საწყისი 5 ტურის შემდეგ, პირველ ადგილზე იმყოფება. ძალიან ახალგაზრდა შემადგენლობით მას შეუძლია დაიტრაბახოს, რომ ჩემპიონატში ერთადერთი გუნდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში თამაში არ წაუგია. სამშაბათს, გუნდმა ჩემპიონატში მეორე ფრე ითამაშა გორის “დილასტან”, რომელმაც წინა სეზონში მეორე ადგილი დაიკავა.

“ჩვენ 19-წლამდელთა ნაკრების 5 ფეხბურთელი დავიმატეთ და მოთამაშეთა საშუალო ასაკმა 20 წელზე ოდნავ მეტი შეადგინა. ვფიქრობ, კარგი შედეგი ვაჩვენეთ გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი ჰქონდა”, – იუწყება სარაგოსას სიტყვებს Marca.

სარაგოსასთვის ეს, უმაღლეს დივიზიონში მუშაობის პირველი გამოცდილებაა. აქამდე, კატალონიელი ქვედა დივიზიონებში მოღვაწეობდა (“მანრესა”, “კამბრილსი”, “ესპანიოლისა” და “აასპირეს” საფეხბურთო აკადემიები და ა.შ.). შარშან ის პირველი ლიგის თბილისის “ლოკომოტივმა” მიიწვია. იგი სათავეში ჩაუდგა გუნდს, რომლის ფეხბურთელები საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ბირთვს შეადგენდნენ. ამ კლუბიდან, მან ახალ გუნდში 9 მოთამაშე გადაიყვანა.

“ამ გუნდს ჰყავდა მწვრთნელი, რომელიც საქართველოში საუკეთესოდ ითვლება. ჩვენ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი მივიყვანეთ და ბევრი ამას ეჭვით უყურებდა. გულშემატკივრების დიდი ნაწილი ჩვენს წინააღმდეგ განაწყო. საბედნიეროდ, სეზონი კარგად დავიწყეთ და უკვე ხალხიც გვენდობა”, –თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.  

სეზონის კარგმა დასაწყისმა ახალი მიზნები გააჩინა. “ჩვენი მიზანი იყო, რომ საწყისი ორი ეტაპის შემდეგ, მოვხვედრილიყავით პირველ ექვსეულში, რომ უმაღლეს ლიგაში საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა გაგვეგრძელებინა. ახლა ვფიქრობთ, რომ მეორე სტადიაზე, რაც შეიძლება მეტი ქულით გადავიდეთ. მაშინ, ფეხბურთელებსაც და ჩვენც მეტი გამოცდილება გვექნება და უფრო კონკურენტუნარიანები ვიქნებით”, – იუწყება სარაგოსა.

კლუბის შეცვლამ არა მხოლოდ საფეხბურთო ლიგის, არამედ, ჟერარდ სარაგოსასა და ალბერტო ბეროკალის ყოველდღიური ცხოვრების სტილის შეცვლაც გამოიწვია. “თბილისი ევროპული ტიპის დედაქალაქია, თავისი ყველა შემადგენელით. ქუთაისი თბილისდან 3 საათის სავალზეა და თბილისთან შედარებით, იქ ბევრი რამ არაა. ალბერტო, მე და ჩემი მეუღლე, ძირითადად, სახლში ვართ და ინტერნეტით ვსარგებლობთ”, – განაცხადა სარაგოსამ. 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1158