ჭიდაობა

11:19 | 13.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში ქართული სამბოს დღეებია

ესპანეთის ქალაქ კასერესში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტებს შორის საქართველოს ნაკრებები ბრწყინვალედ გამოდიან. სამდღიანი ტურნირის პირველ ორ დღეს ხალიჩაზე 16 ქართველი გავიდა და 14-მა მათგანმა მედალი მოიპოვა.

განსაკუთრებით შთამბეჭდავი შედეგი გოგონების ახალგაზრდულ ნაკრებს აქვს, რომელიც ესპანეთში მხოლოდ ორი სპორტსმენით ჩავიდა და შეჯიბრება ორივემ წაუგებლად ჩაამთავრა – სალომე აბესაძე (56 კგ) და ელენე ქებაძე (80 კგ) ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

ახალგაზრდა ვაჟების ანგარიშზე სამ-სამი ოქროსა და ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია. პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ლაშა პარასკებაშვილი (62 კგ), მიხეილ მეზურნიშვილი (82 კგ) და ზაურ მამარდაშვილი (90 კგ) ავიდნენ. გიორგი მელქუაშვილს (48 კგ), ლერი ბედინაძესა (52 კგ) და თორნიკე ჭოველიძეს (68 კგ) უმაღლეს ტიტულამდე თითო გამარჯვება დააკლდათ, ხოლო მძიმეწონოსანმა გიორგი ლაზუაშვილმა მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

ავთანდილ ცინცაძის გაწვრთნილი გუნდის ბოლო სამი წევრი: ლერი ჭელიძე (57 კგ), ომარ ნიაზაშვილი (74 კგ) და რეზო წულუკიძე (100 კგ) საქმეში დღეს ჩაერთვებიან.

ჭაბუკებს შორის შვიდ წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები. მირიან პავლიაშვილის შეგირდთაგან სამეულს მიღმა მხოლოდ აკაკი გიგატაძე (48 კგ) და გიორგი ქურდიანი (81 კგ) დარჩნენ.

ირაკლი კუპატაძე (52 კგ) და გიორგი მეტრეველი (65 კგ) შინ ოქროს მედლებით ბრუნდებიან. კობა მჭედლიშვილი (75 კგ) და ჯაბა მუმლაძე (+87 კგ) ფინალში დამარცხდნენ, დავით წურწუმია (60 კგ) კი ბრინჯაოს დასჯერდა.

დღეს იჭიდავებენ: დავით გეჯაძე (56 კგ), თორნიკე მახათაძე (70 კგ) და ირაკლი გოგია (87 კგ).

 

ახალგაზრდები

 

სალომე აბაშიძე (56 კგ) – ოქრო

ელენე ქებაძე (+80 კგ) - ოქრო

ლაშა პარასკებაშვილი (62 კგ) – ოქრო

მიხეილ მეზურნიშვილი (82 კგ) – ოქრო

ზაურ მამარდაშვილი (90 კგ) - ოქრო

გიორგი მელქუაშვილი (48 კგ) – ვერცხლი

ლერი ბედინაძე (52 კგ) - ვერცხლი

თორნიკე ჭოველიძე (68 კგ) - ვერცხლი

გიორგი ლაზუაშვილი (+100 კგ) - ბრინჯაო

 

ჭაბუკები

 

ირაკლი კუპატაძე (52 კგ) - ოქრო

გიორგი მეტრეველი (65 კგ) - ოქრო

კობა მჭედლიშვილი (75 კგ) – ვერცხლი

ჯაბა მუმლაძე (+87 კგ) - ვერცხლი

დავით წურწუმია (60 კგ) – ბრინჯაო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113917