თამაშგარე

11:51 | 29.06.2011 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი კოულს ყოფილი ცოლი ფულს სცინცლავს

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელის, ეშლი კოულის ყოფილი ცოლი - შერილ ტვიდი უკვე რამდენიმე თვეა, რაც ქმარს გაეყარა და მათი თანაცხოვრებაც დიდი სკანდალით დასრულდა, მაგრამ შერილი მაინც არ ისევნებს და შანსს არ უშვებს ხელიდან, რომ თავის ყოფილ ქმარზე მწარე-მწარეები ილაპარაკოს. შერილ ტვიდი განსაკუთრებით ნაწყენია იმის გამო, რომ ეშლი კოულს მასთან განშორება გულთან დიდად არ მოუტანია და შერილთან დაშორების შემდეგ, ზუსტად ერთ კვირაში ახალი საყვარელი გაიჩინა.
უნდა ითქვას, რომ ეშლი კოული არ არის წინააღმდეგი, თავის ნაცოლარს კანონით გათვალისწინებული წესების მიხედვით ქონების გარკვეული ნაწილი უწილადოს, მაგრამ შერილ ტვიდი ბრიტანელ ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ მას ქონების მხოლოდ ნაწილი არ დააკმაყოფილებს და სურს, თავისი მოღალატე ქმრისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებელი საკომპენსაცოიო თანხაც მიიღოს. შერილ ტვიდის ყოფილი ქმარი გამუდმებით ღალატობდა. ამის გამო ქალს დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა და საფრთხე მიადგა მის ჯანმრთელობას. ეს კი, ტვიდის აზრით, აუცილებლად ფინანსურად უნდა ანაზღაურდეს.
რაც შეეხება კონკრეტულად ეშლი კოულს. ფეხბურთელი ამბობს, რომ ერთი სული აქვს, ოფიციალურად როდის მოიშორებს თავიდან ნაცოლარს და პირობას იძლევა, რომ ამის შემდეგ ცოლს საერთოდ აღარ მოიყვანს. ან თუ მოიყვანს, იმ პირობით, რომ საქორწილო კონტრაქტში დაშორების შემთხვევაში ვის რა თანხა ეკუთვნის - წინასწარ ეცოდინებათ და სასამართლოში ათასი წვრილმანის გამო სირბილი აღარ მოუწევთ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097825