თამაშგარე

11:53 | 25.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ერთგულება შერინგემულად

ინგლისური ფეხბურთის მოყვარულებს აუცილებლად გემახსოვრებათ “მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ტედი შერინგემი. მისტერ ტედის ხომ, ჩვენდა სამწუხაროდ, გოლი ჩვენს “ეროვნულზეც“ აქვს გატანილი საქართველოს ნაკრების კარში. თურმე, ნუ იტყვით და, ტედი შერინგემი იმდენად ერთგული და ცოლის მოყვარული ქმარი ყოფილა, რომ მისი მეუღლის, დანიელე ლოიდის თქმით, შერინგემი ირწმუნება, რომ რაც დანიელესთან ჯვარი იფსკვნა, მას შემდეგ სხვა ქალებისკენ არც კი გაუხედავს.

“როდესაც “იუნაიტედში“ ვთამაშობდი, მაშინ ჩვენს გუნდში მთავარ მაჩოდ და ქალების მუსუსად დევიდ ბექჰემი ითვლებოდა. შემდეგ დევიდმა ცოლი მოიყვანა და ეს „ტიტული“ ენდი კოულს გადაულოცა. ახლა ნამდვილად არ ვიცი, ვინ არის “წითელი ეშმაების“ მთავარი მაჩო. მე არც ადრე გამოვირჩეოდი სექსუალური თავგადასავლების სიყვარულით და მას შემდეგ, რაც ცოლი მოვიყვანე, ერთხელაც კი არ მიღალატია დანიელესთვის. ჩემი აზრით, ცოლს ისეთი მამაკაცები ღალატობენ, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ გამოვიდნენ ახალგაზრდული ასაკიდან და უნდათ, რომ სხვებთან იტრაბახონ თავიანთი თავგადასავლებით“ – ამბობს ერთობ დაღვინებული ტედი შერინგემი, რომელმაც საფეხბუირთო კარიერის დასრულების შემდეგ, არაერთხელ გაამხილა თავის ოცნება, რომ “წითელი ეშმაკების“ ოდესმე გაწვრთნა გულში აქვს ამოჭრილი. სანამ ამ გუნდს “ფერგი“ მესაჭეობს, მანამდე, ტედის ოცნებას ასრულება არ უწერია, თუმცაღა მომავალში... ვინ იცის...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092024