ფეხბურთი

21:31 | 23.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: "ვალენსია" ძლიერი წარსულში იყო"

 

"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "ვალენსიასთან" დაპირისპირების წინ განაცხადა, რომ მისი ყოფილი კლუბი ძლიერი ადრე იყო. 42 წლის მწვრთნელის თქმით, "ღამურების" წინააღმდეგ ლოიალური არ იქნება.

"მე 100%-ით სევილიელი ვარ. "ვალენსიასთან" კარგი მოგონებები მაკავშირებს, ამ კლუბმა უკეთესი მწვრთნელი გამხადა, მაგრამ ევროპის ლიგის ნახევარფინალში მათ დამარცხებას აუცილებლად შევეცდები. მე არ ვფიქრობ შემდეგ ორ მატჩზე, მხოლოდ 90 წუთზე ვარ კონცენტრირებული."

შეგახსენებთ, რომ უნაი ემერი "ვალენსიას" 2008 წლიდან 2012 წლამდე ხელმძღვანელობდა.

გიორგი ბალახაძე

თეგებიუნაი ემერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11508