ფეხბურთი

17:30 | 22.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ემერი “სევილიას” წარმატებით კმაყოფილია

“სევილიას” მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი კლუბის თანმიმდევრული წარმატებით კმაყოფილია. ბასკი სპეციალისტი, “კორდობასთან” მოგებული მატჩის (3:1) შემდეგ ჟურნალისტებს შეხვდა და “დალაქებზე” ისაუბრა.

“გასულ წელს ცუდად დავიწყეთ და კარგად დავასრულეთ. ახლა კი, კარგი სტარტიც გამოგვივიდა. მოხარული ვარ, კლუბის თანმიმდევრული წარმატებით. მთავარია, რომ ასევე განვაგრძოთ”.

ემერიმ განსაკუთრებით სტაფან მ’ბია აქო და აღნიშნა, რომ კამერუნელი საუკეთესო ფორმაშია.

“ის არის უკეთესი, ვიდრე ოდესმე. ხუთშაბათს მ’მბიამ ბოლო 12 თვის განმავლობაში თავისი საუკეთესო შეხვედრა (“ფეიენოორდთან”) ჩაატარა და კვირასაც მშვენივრად ჩაერთო თამაშში.

უახლოესი შეხვედრა “სოსიედადთან” გვაქვს შინ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ. ამ მომენტისთვის ცხრილში ჩახედვა ძალიან სასიამოვნოა. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშავო, რათა მაღალი პოზიციები შევინარჩუნოთ”. – განაცხადა ბასკმა სპეციალისტმა.

“სევილიას” ლა ლიგაში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 10 ქულა აქვს და მეორე პოზიციას იკავებს.

ირაკლი ალიმბარაშვილი

თეგებიუნაი ემერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113721