თამაშგარე

10:58 | 28.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ელიანა - სერხიო რომეროს წარმატების საიდუმლო

არგენტინელი გოლკიპერის, სერხიო რომეროს ბოლოდროინდელ გამორჩეულად კარგ და დამაჯერებელ თამაშს, საფეხბურთო სპეციალისტები მისი მონდომებითა და საფეხბურთო ტალანტით ხსნიან. თუმცა, სულ სხვა აზრისანი არიან  ბულვარული მედიის წარმომადგენლები.

”ყვითელი მოკალმეების” აზრით, რომეროს წარმატების საიდუმლო მისი ლამაზი და ამასთან ერთად ექსტრავაგანტური ცოლია, რომელიც რომეროს მოწყენის საშუალებას არ აძლევს და ცოლის სიხალისით გალაღებული რომეროც, იჭერს და იჭერს კარში შესავარდნად გახაზირებულ ბურთებს.

სერხიო რომეროს ცოლი ელიანა გუერსიო (ყოფილი მოდელი), მიუხედავად იმისა, რომ ქმარზე გვარიანად დიდი ასაკისაა და უკვე 40 წელს მიუკაკუნა, თურმე ნამეტანი მხიარული ვინმე ყოფილა და ამის გამო, მათი ოჯახიდან სულ ტაშფანდურის ხმა გამოდის. ხასიათი ხასიათად და ისე, გარეგნულადაც არაფერი დაეწუნება სერხიო რომეროს ცოლს... 

 

0.123718