თამაშგარე

18:13 | 16.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

ელჰაჯი დიუფი დაკავებულია

გლაზგოს “რეინჯერსის” 31 წლის სენეგალელი ფეხბურთელი ელჰაჯი დიუფი კვირას ძალადობის ბრალდებით დააკავეს. დიუფს ბრალად თანაგუნდელის, 27 წლის ენტონ ფერდინანდის გალახვა ედება. ჩხუბი მანჩესტერში, Circle Bar-ში მოხდა, რომელსაც ელჰაჯი მეუღლესთან - ვალერისთან ერთად ეწვია. უცნობი წყაროს მიხედვით, გაურკვველია, რამ გამოიწვია დავა, თუმცა ცხადია, რომ უთანხმოება ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა. დიუფმა რიო ფერდინანდის ძმის მეგობარს გატეხილი ბოთლით თავისა და კისრის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, რის გამოც დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად მოძალადე სენეგალელს კი სახე აქვს დაშავებული. მომხდარის გამო 6 ადამიანი დაკითხეს, თუმცა მხოლოდ დიუფი დააპატიმრეს და რამდენიმე საათის შემდეგ, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ხსენებულმა სპორტსმენებმა პირველად 2009 წელს, ერთ-ერთი მატჩის შემდეგ იჩხუბეს, ოღონდ მაშინ დიუფი დანის მუქარით შემოიფარგლა.
აღსანიშნავია, რომ სენეგალელი “ცუდი ბიჭი” არაერთხელ შენიშნეს გულშემატკივრებისა და მეტოქეების აბუჩად აგდებისას. შარშან ელჰაჯიმ, ტკივილისგან ბალახზე მოკეცილ ფეხმოტეხილ ფეხბურთელსაც კი დასცინა.
 
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093685