ელენა, სულ რაღაც 31 წლის იყო და უკვე კარგა ხანია ინგლისში ცხოვრობდა. ჩოგბურთელმა თავისი სპორტული კარიერა 2013 წელს დაასრულა, როდესაც ექიმებმა ეს საშინელი დიაგნოზი დაუსვეს. 2010 წელს, იგი მსოფლიოს ქალ ჩოგბურთელთა რეიტინგის 50 საუკეთესოთა სიაში შევიდა. ელნამ ავსტრალიისა და უიმბლდონის დიდი სლემის ტურნირების მესამე რაუნდებამდე მიაღწია. ასევე საერთასორისო ჩოგბურთის ფედერაციის ტურნირების სერიაში მოიპოვა 11 გამარჯვება.
მიმდინარე წლის ივნისში კი, ელენა ბალტაჩას ხსოვნის საპატივცემულოდ დიდ ბრიტანეთში საქველმოქმედო მატჩები გაიმართება. მასში მონაწილეობას ჩოგბურთის ისეთი ვარსკვლავები მიიღებენ, როგორებიც არიან მარტინა ნავრატილოვა, ტიმ ჰენმანი, ჯეიმი მარეი, ენდი მარეი და როს ჰატჩინსი.







