საინტერესოა რა უნდა აკავშირებდეს ერთმანეთთან საქართველოში ძველით ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციასა და პორტუგალიელ აწ უკვე ყოფილ ფეხბურთელს, ლუიშ ფიგუს? რა აკავშირებთ და არც მეტი, არც ნაკლები, მისი უდიდებულებობა - ღორის თავი!
როგორც იცით, საქართველოს ბევრ კუთხეში ძველით ახალ წელს მოხარშული ღორის თავის სუფრაზე გამოტანა ფესვგაუხმობელი ტრადიციაა. ხოლო ლუიშ ფიგუ თავის დროზე როდესაც კატალონიის “ბარსელონადან“ მადრიდის “რეალში“ გადაბარგდა, გაბრაზებულმა კატალონიელმა ქომაგებმა პორტუგალიელ ბურთის მგორებელს ალბათ გახსოვთ რომ, შუა სტადიონზე სწორედ ღორის თავი ესროლეს.
აბა ქართველი რისი ქართველი იქნებოდა, ეს ორი ერთი შეხედვით უცნაური მოვლენა რომ არ შეეხამებინა? როგორც სანდო წყარო გვაწყებს, ძველით ახალი წლის წინა დღეს, თურმე თბილისის ერთ-ერთ ბაზარში მავანი გურული გლეხი ღორის თავებს ყიდდა დახლზე მიკრული წარწერით: “ღორის თავები ლუიშ ფიგუსაგან“. ბარაქალა იმ კაცს. იუმორიც ასეთი უნდა!







