ფეხბურთი

19:08 | 26.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძირეული ცვლილებები თბილისის “დინამოში”

 

პარასკევ დილიდან მოყოლებული, ქართული ფეხბურთის კულუარებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია თბილისის “დინამოში” მოსალოდნელი რადიკალური ცვლილებების შესახებ.

საქართველო დიდი ქვეყანა არაა, რომ რაიმე დაიმალოს და კულუარული, მაგრამ ოფიციალურად დაუზუსტებელი ცნობებით, საუბარი “დინამოს” სამწვრთნელო შტაბის, რომელსაც მიხალ ბილეკი ხელმძღვანელობს, თავიდან ბოლომდე შეცვლასა და გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაზეა.

ყოველივეს თავად “დინამო” ოფიციალურ გვერდზე ასეთი განცხადებით გამოეხმაურა:

“ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ და ასევე, ქართულ ფეხბურთში ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით, “დინამოში” ძირეული ცვლილებები იგეგმება, რომლის შესახებაც  საფეხბურთო კლუბი “დინამო” თბილისი”, საზოგადოებას ორშაბათს ამცნობს”.

ისე, ყაზახეთის “აქტობესთან” შინ (0:1) და სტუმრად (0:3) წაგებების მერე, “დინამოში” რომ ცვლილებები იქნებოდა, ამას დიდი განჭვრეტა არ სჭირდებოდა. უბრალოდ, ყველაფერი დროის ამბავი იყო. ორშაბათამდე ბევრი არაფერია დარჩენილი, ხოლო უკვე სამშაბათს, დიდი ალბათობით, მწვრთნელებ-ფეხბურთელებიანად გადახალისებულ “დინამოს” ვიხილავთ.

 

0.115423