ცოტა ხნის წინ გამცნეთ, რომ იტალიელი ფეხბურთელის, ჯანლუკა ძამბროტას მკერდმშვენიერმა ცოლმა ვალენტინა ძამბროტამ, “ნატურალურად დიდი და ლამაზი მკერდების კონკურსში“ გაიმარჯვა და ისიც ვთქვით, რომ ჯანლუკას ამის შემდეგ, ცხოვრებისეულ სიამაყედ ცოლის მკერდიც შეიძლება ჰქონოდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ძამბროტების ცოლ-ქმრული ურთიერთობა მხოლოდ მკერდზე ვერ გავიდოდა. როგორც იტალიური “ყვითელი“ გამოცემები იუწყებიან, ბოლო პერიოდში, ძამბროტების ოჯახში დიდი განხეთქილებაა.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ერთ-ერთი ფერადი ჟურნალის გვერდებზე დაიბეჭდა ვალენტინას ფოტოები, სადაც ძამბროტას მეუღლე ოკეანის პირას აფრიკულ მზეს ეფიცხებოდა. ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი მეტად “უმნიშვნელო გარემოება“. ფოტოებზე ვალენტინა ძამბროტას გვერდით, წამოდრანგული იყო ჯანლუკასათვის სრულიად უცხო ფერადკანიანი ჯეელი, რომელიც ვალენტინასთან თბილ ურთიერთობებში ყოფნას ხაზს ბევრი რამით (მაგალითად, ვალენტინას მუხლზე ჩამოდებული თავით) უსვამდა.
ერთი სიტყვით, ჯანლუკა ძამბროტამ თავის მკერდგანიერ მეუღლეზე იეჭვიანა და ამის გამო, თავისი სახლიდან სხვაგან გადაბარგდა საცხოვრებლად. გაეყრებიან თუ არა ისინი ერთმანეთს და დაუმტკიცდება თუ არა ვალენტინას ქმრის ღალატი, ეს არავინ იცის. ის კი აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ძამბროტების ოჯახი არასოდეს ყოფილა სკანდალებით სახელგანთქმული. თუმცა, როგორც ხედავთ, “ნავსი“ მათაც გატეხეს...







