ჭადრაკი

23:21 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ მდგომარეობა გაიუმჯობესა

ნანა ძაგნიძემ (2550) ხანტი-მანსიისკოს გრან-პრის მე-8 ტურში გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ქართველმა მოჭადრაკემ შავი ფიგურებით უზბეკი ნაფისა მუმინოვა (2321) დაამარცხა და 4.0 ქულა მოაგროვა, რისი წყალობითაც 12 მონაწილეს შორის მე-8 ადგილზე გადაინაცვლა.

რუსეთში მიმდინარე ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერად ჩინელი იიფან ჰოუ (2618) რჩება, რომელიც ამჯერად თანამემამულე ქსუე ჟაოს (2552) დაუზავდა და თავი 6.5 ქულას მოუყარა. მისი უახლოესი მდევარი რუსი ოლგა გირიაა (2450) 5.5 ქულით.

გრან-პრიზე 18 აპრილი დასვენების დღეა, 19-ში კი მე-9 ტურის პარტიები შედგება. ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ითამაშებს, მისი მეტოქე კი ბულგარელი ანტუანეტა სტეფანოვა (2489) იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113874