ჭადრაკი

20:57 | 1.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე მსოფლიოს მე-4 ნომერია!

 

ფიდე-ს განახლებულ რეიტინგში საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ მე-6 ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა. ქართველ მოჭადრაკეს გასულ ოლიმპიადაზე ჩინებული თამაში დაუფასდა, როდესაც 9 შესაძლებლობიდან 8 ქულა მოაგროვა, ოქროს მედალი მოიპოვა და თვით მსოფლიო ჩემპიონ ჰოუ იფანსაც (ჩინეთი) გაუსწრო.

ქალთა კლასიფიკაციის მოწინავე ათეული ასე გამოიყურება: 1. იუდით პოლგარი (უნგრეთი, 2675), 2. ჰოუ იფანი (ჩინეთი, 2663), 3. ჰამფი კონერუ (ინდოეთი, 2598), 4. ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2566), 5. ცზიუ ვენძიუნი (ჩინეთი, 2561), 6. ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2551), 7. ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2543), 8. ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2540), 9. კატერინა ლაჰნო (რუსეთი, 2540), 10. ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა, 2525).

ძაგნიძის გარდა, ქართველთაგან ქალთა ასეულში შედიან: 16. ბელა ხოტენაშვილი (2507), 27. ლელა ჯავახიშვილი (2476), 33. ნინო ხურციძე (2467). 34. სალომე მელია (2464), 52. ნინო ბაციაშვილი (2426), 73. სოფიკო გურამიშვილი (2393), 84. თამარ წერეთელი (2375), 91. მაია ლომინეიშვილი (2366), 97. სოფიო გვეტაძე (2361).

ვაჟთა ასეულში ქართველთაგან კვლავაც მხოლოდ ერთი წარმომადგენელია. ბაადურ ჯობავას 41-ე ადგილი უკავია, საუკეთესო ათეული კი ასეთია: 1.მაგნუს კარლსენი (ნორვეგია, 2870), 2. ლევონ არონიანი (სომხეთი, 2804), 3. ფაბიანო კარუანა (იტალია, 2801), 4. ალექსანდრ გრიშჩუკი (რუსეთი, 2789), 5. ვიშვანაჰთან ანანდი (ინდოეთი, 2785), 6. ვესელინ ტოპალოვი (ბულგარეთი, 2784), 7. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 2782), 8. სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 2777), 9. მაქსიმ ვაშიელ-ლაგრავი (საფრანგეთი, 2768), 10. ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი, 2760).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112966