ჭადრაკი

0:23 | 17.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე მე-10 ადგილზე რჩება

ნანა ძაგნიძე (2550) კვლავაც ხანტი-მანსიისკოს გრან-პრის აუტსაიდერთა შორის რჩება. რუსეთში მიმდინარე ტურნირის მე-7 ტურში ქართველი მოჭადრაკე თეთრი ფიგურებით უკრაინელ კატერინა ლაჰნოს (2543) დაუზავდა და 3.0 ქულით 12 მონაწილეს შორის მე-10 ადგილზე იმყოფება.

გრან-პრის ლიდერად ჩინელი იიფან ჰოუ (2618) რჩება, რომელმაც ამჯერად უკრაინელი ანა უშენინა (2501) დაამარცხა და 6.0 ქულა მოაგროვა. მისი უახლოესი მდევარი სლოვენიელი ანა მუზიჩუკი (2560) გახლავთ. ამ უკანასკნელმა ჩინელ ქსუე ჟაოს (2552) აჯობა და აქტივში 5.0 ქულა აქვს.

მე-8 ტურში, რომელიც 17 აპრილს შედგება, ძაგნიძე შავი ფიგურებით უზბეკ ნაფისა მუმინოვას (2321) ეთამაშება, რომელსაც გრან-პრიზე უკანასკნელი რეიტინგი კი გააჩნია, თუმცა, 3.5 ქულით მე-7 პოზიცია უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116051