ჭადრაკი

23:29 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე კოსტენიუკთან დამარცხდა

 

რუსეთის ქალაქ ხანტი მანსიისკში მიმდინარე გრან-პრის მე-6 ტური წარუმატებელი გამოდგა ნანა ძაგნიძისთვის (2550). ქართველმა მოჭადრაკემ ტურნირზე უკვე მე-3 მარცხი განიცადა.

გასულ ტურში ძაგნიძე შავი ფიგურებით რუს ალექსანდრა კოსტენიუკს (2527) დაუპირისპირდა და 55-ე სვლაზე წააგო. შედეგად, ნანას 2.5 ქულა შერჩა და 12 მონაწილეს შორის მე-10 ადგილამდე დაქვეითდა.

11 ტურად მიმდინარე შეჯიბრების მე-7 ტურში საქართველოს ნაკრების ლიდერი თეთრებით უკრაინელ კატერინა ლაჰნოს (2543) ეთამაშება, რომელიც 3.0 ქულით მე-8 პოზიციაზეა.

ხანტი-მანსიისკის ტურნირის ერთპიროვნულ ლიდერად ჩინელი იიფან ჰოუ (2618) რჩება, რომელიც ბულგარელ ანტუანეტა სტეფანოვას (2489) დაუზავდა და თავი 5.0 ქულას მოუყარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112293