თემურ ქეცბაიას სანაკრებო სიაში, ლადო დვალიშვილი ვერ მოხვდა, თუმცა როგორც შევიტყვეთ, მიზეზი პოლონეთის ჩემპიონატის კალენდარია. 2 ივნისს, "ლეგიას" ბოლო ტურის მატჩი
დიდი ალბათობით, "ლეგია" პოლონეთის ჩემპიონი გახდება და 2 ივნისსვე იქნება დაჯილდოვება. ვარშაველები 5 ქულით უსწრებენ პოზნანის "ლეხს", ხოლო ჩემპიონატში სულ 3 ტური დარჩა. არაა გამორიცხული, "ლეგიამ" ბოლო ტურამდე გაინაღდოს პირველი ადგილი, თუმცა ფეხბურთელი მაინც არ გაუშვა ნაკრებში.
"მსოფლიო სპორტი" უკვე წერდა, რომ გასულ უქმეებზე, "ლეგია"-ლეხის" მატჩს (1:0) თემურ ქეცბაია დაესწრო და სწორედ იქ გაირკვა, რომ დვალიშვილის იმედი ირლანდიასთან და დანიასთან ამხანაგურ შეხვედრებში ვერ ექნებოდა.
როგორც იცით, საქართველო 2 ივნისს დუბლინში ხვდება ირლანდიას, ხოლო 5 ივნისს - ოლბორგში დანიას ეთამაშება.







