ფეხბურთი

17:59 | 2.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

დურმმა “ბორუსიასთან” 2019 წლამდე გაახანგრძლივა

ახალგაზრდა მცველმა ერიკ დურმმა დორტმუნდის “ბორუსიასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა.

“ბორუსიას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელმა ხელშეკრულება 2 წლით გაახანგრძლივა და დორტმუნდულ კლუბში 2017 წლის მაგივრად, 2019 წლამდე დარჩება.

“ბორუსიაში” კარგ ფეხბურთელად ჩამოყალიბების შანსი მივიღე. აქ ჩემს შესაძლებლობებსა და ცოდნას ნელ-ნელა ვავითარებ. კლუბის მხრიდან გაწეულ სამუშაოს ვაფასებ და ამიტომ, ამაგის გადახდა კონტრაქტის გახანგრძლივებით მსურდა”, – თქვა დურმმა.

დურმი “ბორუსიაში” 2012 წელს “მაინციდან” გადავიდა. განვლილ სეზონში, მან დორტმუნდელთა რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, ხოლო მიმდინარეში – 4.

 

თეგებიერიკ დურმი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129149