თამაშგარე

14:32 | 16.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

დროშა ლორას ანდეს

ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე საფრანგეთის დროშას, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, მოფარიკავე  – ლორა ფლესელ-კოლოვიცი გაიტანს.
წარმოშობით გვადელუპელი ლორა, სამშობლოში ყველაზე ტიტულოვან სპორტსმენად მიიჩნევა. 1996 წელს ატლანტაში, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ შეჯიბრებაში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. 2000 წელს, სიდნეიში, ამავე დისციპლინებში 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, 2004 წელს კი, ათენში, ინდივიდუალურ პაექრობაში ვერცხლი მიიღო. ამას გარდა, ფლესელი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია. ამჟამად, 40 წლის სპორტსმენი ვარჯიშს განაგრძობს და თავისი ბოლო ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169384