რაგბი

12:28 | 16.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

დროშა აწიეს და ჰიმნი შეასრულეს - ჩემპიონატი ეშხში შედის

საქართველოს მორაგბეთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატი წესის სრული დაცვით გაიხსნა. პირველი მატჩის დაწყებამდე, ბოლნისში ეროვნული ჰიმნი შესრულდა და კაპიტნებმა დროშა აღმართეს.

შესაძლოა, ეს ერთი შეხედვით უმნიშვნლო ეპიზოდი არაფერს ნიშნავდეს, ქართულ რაგბის მაყურებელი და პატივისმცემელი არ მოემატოს, მაგრამ ეს ის აუცილებელი ატრიბუტია, რომლის გარეშეც მსგავსი ღონისძიებები არ უნდა იწყებოდეს. წლების განმავლობაში, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ისე იწყებოდა და ისე მთავრდებოდა, ქვეყნის მასშტაბით 3-4 ათასი კაცის მეტს ცოტამ თუ იცოდა და ალბათ, ეს ბოლნისური შემთხვევაც ბევრს ვერაფერს შეცვლის, მაგრამ დაე იცოდნენ, რომ რუსეთ-საქართველოს ნაკრებების მატჩებს შორის, არა მხოლოდ სანაკრებო, ეროვნული ჩემპიონატის თამაშებიც ტარდება და იქიდან წამოსული ბიჭები, ჩვენი ქვეყნის ღირსებას იცავენ.

მოკლედ, ჰიმნის და დროშის აღმართვის შემდეგ თამაში გაჩაღდა და “ყოჩების” კაპიტანმა, მგეზავმა თემურ სოხაძემ სეზონის პირველი ჯარიმა გაიტანა. ამის შემდეგ თამაში გათანაბრდა და რევაზ ბროძელმა ორი შორეული ჯარიმა გააცუდა, მაგრამ “ყოჩებმა” ძალისმიერი თამაშით უპირატესობა რომ მოიპოვა, სოხაძე კარის წინ სამ მცველს შორის გაძვრა და ლელო გაიტანა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. მალევე ბროძელმა გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაქვითა, მაგრამ მერე ლევან გოგოლაშვილმა ითამაშა კარგად, ფეხით გადაკიდებულ ბურთზე ბოლომდე ითამაშა და ლელო გაიტანა, რასაც სოხაძის გარდასახვა მიყვა - 17:3.

მეორე ტაიმი ბაჩანა გოგიშვილის სინბინით და ბროძელის ჯარიმით დაიწყო, მაგრამ მერე სინბინით მაჩხანელი დაისაჯა და სოხაძემ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, ხოლო 68-ე წუთზე ის ფლანგზე გაიქცა და ლელოს ზუსტი გარდასახვა მიაყოლა. “ყოჩები” 27:6 დაწინაურდა და პრემიალურ ქულასთანაც ახლოს იყო, მაგრამ გუნდი მოეშვა და ორი ლელო აქეთ გაუშვა, რის შედეგადაც ორივი გუნდი უპრემიოდ დარჩა.

“ლოკომოტივმა” “ხარებთან” საწყის 10 წუთში 10-ქულიანი უპირატესობა კი მოიპოვა, მაგრამ შესვენებამდე 26 ქულა მიიღო. მეორე ნახევარში “რკინიგზელებმა” ორი ლელო გაიტანეს და ერთი გარდასახვა გამოიყენეს, თუმცა, ამან მარცხისგან ვერ იხსნა. ქუთაისის ახალ სტადიონზე “აიამ” პირველი გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღო, მაგრამ “ჯიქებმა” სიტუაციები უკეთ შეაფასა და სტუმრად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.  

 

საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი

I ტური

15 აგვისტო

ბოლნისი. “თამაზ სტეფანია”. 100 მაყურებელი

ყოჩები (ბოლნისი) - არმაზი (თბილისი) 27:16 (17:3)

ყოჩები: 15. გოგოლაშვილი, 14. მელაძე, 13. ხარშილაძე (გაბუნია 70), 12. გარუჩავა, 11. ხუციშვილი (ქუშაშვილი 70), 10. სოხაძე, 9. შ. მახარაშვილი; 1. გოგიშვილი (ჯინჭარაძე 61), 2. ხიდეშელი (სვანიძე 61), 3. შენგელია (ხოსიტაშვილი 41), 4. არჩუაშვილი, 5. გრძელიშვილი (ურუშაძე 29), 6. გუგეშაშვილი, 7. ტყეშელიაძე (აფციაური 41), 8. ჩხიკვაძე (ჯინჭარაძე 49-53, ხვისტანი 56).

3 ლელო: სოხაძე (1, 3), გოგოლაშვილი

3 გარდასახვა: სოხაძე

2 ჯარიმა: სოხაძე

1 სინბინი: გოგიშვილი (44)

არმაზი: 15. ნიკოლავა, 14. გიორგაძე 13. მაჩხანელი, 12. ლიპარტელიანი (ჩხაიძე 38), 11. კაიფაჯიანი, 10. ბროძელი, 9. მისრიაშვილი (ლობჟანიძე 41); 1. ჯიბლაძე (ჩომახაშვილი 27), 2. სოსელია (ფხაკაძე 67), 3. მარგველანი (ბუკია 27), 4. კანდელაკი (ჭელიძე 80), 5. ბარბაქაძე, 6. გიგაური, 7. მინაშვილი, 8. ამირანაშვილი.

2 ლელო: ამირანაშვილი

2 ჯარიმა: ბროძელი

1 სინბინი: მაჩხანელი (55)

 

თბილისი. “შევარდენი”. 550 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) - ხარები (რუსთავი) 22:26 (10:26)

ლოკომოტივი: 15. ბ. წიკლაური, 14. გ. ბიწაძე, 13. ძნელაძე, 12. კავთიძე, 11. შკინინი, 10. ჭინჭარაული, 9. კლიმიაშვილი; 1. ბეჟიაშვილი (ელოშვილი 46), 2. კაკაბაძე (გენებაშვილი 57), 3. ზარიძე, 4. გეგია, 5. დ. ჩიტიძე (ტალახაძე 46), 6. ფოფხაძე, 7. ბერიშვილი (ფ. გასვიანი 80), 8. ბ. ბიწაძე.

4 ლელო: გ. ბიწაძე (1, 2), ფოფხაძე, ბერიშვილი

1 გარდასახვა: ბ. წიკლაური

ხარები: 15. თეგეთაშვილი, 14. გ. ბებიაშვილი (ნათელაშვილი 74), 13. ბერძული, 12. ღამბაშიძე, 11. გულიტაშვილი, 10. ბასილაია, 9. ხუციშვილი; 1. მაჭარაშვილი (ესართია 61), 2. აღაშვილი (თაგაური 55), 3. მ. წიკლაური, 4. ხელია, 5. ცხადაძე (ქარუხნიშვილი 54), 6. გოგიაშვილი, 7. ღამბარაშვილი (ქვლივიძე 64), 8. მღებრიშვილი.

4 ლელო: მ. წიკლაური, მღებრიშვილი, ბებიაშვილი, ხუციშვილი

3 გარდასახვა: ხუციშვილი

 

ქუთაისი. ახალი. 2500 მაყურებელი

აია (ქუთაისი) - ჯიქი (თბილისი) 15:18 (8:6)

აია: 15. აფციაური (მარშანია 71), 14. აბრამიძე, 13. კიკვაძე, 12. დ. ლოსაბერიძე (სინაურიძე 66), 11. ბ. ტორაძე, 10. ბაბუნაშვილი (ჯინჭველაშვილი 41), 9. გ. ლოსაბერიძე (თუთბერიძე 32); 1. რატიაშვილი (სალდაძე 57), 2. გ. ტორაძე (უმცრ.) (მატკავა 41), 3. გ. ტორაძე (უფრ.) (ლომსიანიძე 64), 4. გიორგაძე, 5. ჩიტეიშვილი (შაშიაშვილი 57), 6. დანგაძე, 7. შალამბერიძე, 8. ყურაშვილი.

2 ლელო: კიკვაძე, შალამბერიძე

1 გარდასახვა: აფციაური

1 ჯარიმა: აფციაური

ჯიქი: 15. სვანიძე (კიკნაძე 37), 14. ბიწაძე, 13. დევსურაშვილი, 12. ხუციშვილი (ჯინჯიხაძე 66), 11. ხარაზიშვილი, 10. ნინიძე, 9. ჭინჭარაული; 1. ოქრიაშვილი (კვერნაძე 57), 2. მამრიკიშვილი (ოქრომელიძე 57), 3. კაიკაციშვილი (რუხაძე 58-77), 4. გოგოლიძე, 5. მჭედლიშვილი, 6. შუბითიძე (პაპავაძე 69), 7. ტუჩაშვილი (სუხაშვილი 58), 8. შენგელია.

5 ჯარიმა: ხარაზიშვილი

1 არეკნი: ნინიძე

 

16 აგვისტო

თბილისი. “ავჭალა”. 20:00 საათი

ლელო-სარასენსი (თბილისი) - თიბიეს უნივერსიტეტი (თბილისი)

17 აგვისტო

არმია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111358