თამაშგარე

12:04 | 30.07.2011 | ნანახია [] - ჯერ

დრენტეს ჰანგები

რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ მადრიდის ”რეალის” ნიდერლანდელი ფეხბურთელი როისტონ დრენტე სერიოზულად დაინტერესდა მუსიკით და ორი ახალი სიმღერაც შექნა. ეტყობა, როისტონს ბოლო პერიოდში ”შემოქმედებითი კრიზისი” ჰქონდა და ახალი სიმღერებით აღარ მოუწონებია თავი. მაგრამ დრენტე იმდენად არის გადაშვებული ჰანგების სამყაროში, რომ სრულიად ევროპის მუსიკალურ საზოგადოებას თავი კვლავ შეახსენა და ცოტა ხნის წინ, თავისი შექმნილი სრულიად ახალი სიმღერა სახელწოდებით ”ჯემაილი” გააცნო. დრენტემ სიმღერა თავის შვილს მიუძღვნა.

ჟოზე მოურინიუს შეგირდი ფეხბურთელთაგან ნამდვილად არ არის პირველი, ვინც ხმისჩამწერ სტუდიაში მიკროფონი მოიმარჯვა. სხვადასხვა დროს სიმღერები ჩაწერეს ბრაზილიელებმა - კაკამ, რონალდომ და რობინიომ. თავის დროზე ასევე ამღერდა ”რეალის” აწყოფილი კაპიტანი ფერნანდო იერო და გუტი. თუმცა, ჩაწერილი სინგლების რაოდენობით, დრენტემ აქამდე გამომღერლებულ ყველა ფეხბურთელს გადაუსწრო და ისეთი ტემპი აქვს აღებული, რომ ერთ-ერთი ქართული სიმღერის ტექსტისა არ იყოს: “თუ ამღერდა, აშკარაა – ძალიან ძნელი იქნება მისი შეჩერება“.
თანდართულ ბმულზე შეგიძლიათ მოუსმინოთ დრენტეს მიერ შექმნილ ბოლო სიმღერას – “ჯემაილ“ და თავად შეაფასოთ ჰოლანდიელი ფეხბურთელის მუსიკალური შესაძლებლობები. თუმცა, სანამ სიმღერას მოუსმენდეთ, ნუ იქნებით მკაცრები და გაითვალისწინეთ, რომ დრენტე ყოველთვის ფეხბურთელი იყო და მხოლოდ ბოლო პერიოდში მოინდომა გამომღერლება. ვინ იცის, ამ ამპლუაში ყოფნა მისი ბავშვობის ოცნებაც იყოს. მსოფლიოში დღესაც ბევრი ბავშვი ოცნებობს პოპ-ვარსკვლავის კარიერაზე...
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08928