ფეხბურთი

11:09 | 26.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

“დორტმუნდი” ლევანდოვსკის არ დააკავებს

საქმე ისე მიდის, რომ “დორტმუნდის” ფორვარდის – რობერტ ლევანდოვსკის “ბაიერნში” გადასვლას ხელს ვერაფერი შეუშლის. მოგეხსენებათ, პოლონელმა მეგოლემ მიუნხენურ გრანდში თამაშის სურვილი ღიად დააფიქსირა და როგორც ირკვევა, მის შენარჩუნებას არც დორტმუნდელები ეცდებიან.

“იმ ინტერვიუს მოგვიანებით გადავხედე და ჩემი სიტყვების ოდნავ შემეშინდა კიდეც. უბრალოდ, მინდოდა ხაზი გამესვა იმისთვის, რომ ზამთარში “ბაიერნთან” კონტრაქტის გაფორმება მინდა. მე მხოლოდ ჩემი პოზიცია დავაფიქსირე, დანარჩენს კი, იანვარში მოგახსენებთ”, - უთხრა ლევანდოვსკიმ Sportbild-ს.

მოგვიანებით, კომენტარი დორტმუნდელთა დირექტორმა მიხაელ ცორკმაც გააკეთა: “ლევანდოვსკის რაც სურს, ის გააკეთოს. მის კონტრაქტს ვადა 2014 წლის ზაფხულში ეწურება”.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114309