თამაშგარე

10:50 | 6.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს ბავშვობის ოცნება აუხდა

სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ბავშვობაში არც მეტი, არც ნაკლები, ტრაქტორისტობაზე ოცნებობდა. ეს ოცნება კი, მას საკმაოდ მოგვიანებით, უკვე თავისი პროფესიის ზენიტში მყოფს აუხდა.

“ჯოკო” ჰყვება, რომ ერთმა კეთილმა სოფლის მცხოვრებმა დაწვრილებით ასწავლა, როგორ გაეტარებინა ტრაქტორი და პირველივე ცდა წარმატებით დასრულდა.

ჯოკოვიჩმა ამდენი წლის ოცნება აისრულა და ამჟამად ამერიკის ღია პირველობისთვის თავის სამშობლოში ემზადება. იმედია, ბავშვობის ოცნების ასრულება სტიმულს მისცემს და რეიტინგის პირველი ნომერი შარშან დაკარგულ ტიტულს დაიბრუნებს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.165836