ფეხბურთი

13:48 | 18.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯიქია სომხეთის თასის ფინალში ითამაშებს

შოთა ჯიქია, რომელიც კაფანის “განძასარის” ღირსებას იცავს, სომხეთის საფეხბურთო თასის ფინალში ითამაშებს.

“განძასარმა” 1/2-ფინალში, ორმატჩიან დაპირისპირებაში ერევნის “ბანანცს” აჯობა, სადაც უჩა გოგოლაძე გამოდის.  

“განძასარმა” პირველი მატჩი შინ 2:1 მოიგო, ხოლო საპასუხო შეხვედრა 1:1 დასრულდა. ერევანში გამართულ დაპირისპირებაში ტრავმამოშუშებული ჯიქია სასტარტო შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. მის მსგავსად გოგოლაძეც მოედანზე პირველი წუთიდან იმყოფებოდა და მოედანი მე-80 წუთზე დატოვა. აღსანიშნავია, რომ “განძასარი” არსებობის ისტორიაში სომხეთის თასის ფინალში პირველად გავიდა. გადამწყვეტ თამაშს კაფანელები “პიუნიკთან” ჩაატარებენ.

რუსეთის პრემიერლიგის 26-ე ტურში დუბლშემადგენლობებს შორის, ეკატერინბურგის “ურალმა” სტუმრად პერმის “ამკართან” 0:4 წააგო. ლაშა გვალია დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.

 

0.112126