არგენტინელი მოდელი, ჯესიკა ჩირიო ნამეტანი ყბაღია ქალი ყოფილა და სადაც არაა სალაპარაკო, იქაც კი თავის სათქმელს იძახის. აბა სხვა რას უნდა მიაწერო ის ფაქტი, რომ ეს ჩვენი ჯესიკა ჩირიო ადგა და მთელს მსოფლიოს გააგებინა, არგენტინელი ფეხბურთელი, ეზიკილ ლავესი როგორ ბურღუჯანაობდა მის საძინებელში.
განსაკუთრებით უცნაურია ის ფაქტი, რომ ჯესიკა ამჯერად არგენტინელ პარლამენტარზეა გათხოვილი და ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, წესით თითქოს თვითონ უნდა დაემალა მისი წარსული და საყვარელმრავლობა. თუმცა, როგორც ჩანს, ეს ქალი “სულ სხვა ცომითაა ნაზელი”.
სხვათა შორის, ჯესიკა ჩირიო ეზიკილ ლავესის ორი წლის წინ დაშორდა და უკანასკნელი ორი წლის მანძილოზე არაერთი პარტნიორი გამოიცვალა – ახლა კი გათხოვილი ქალის სტატუსს ატარებს. თუმცა, მასთან მოღლაბუცეებიდან მხოლოდ ლავესს იხსენებს. ბრავო გვითქვამს ეზიკილ ბატონო!







