თამაშგარე

13:43 | 4.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ჯეიმს პეიჯის ორმაგი სახე

კრივის მოყვარულებმა ალბათ კარგად უწყით, ვინც არის ჯეიმს პეიჯი. ამ 41 წლის მხნე კაცმა თავის დროზე მსოფლიო კრივის ასოციაციის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა და კრივის ისტორიაში როგორც ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენი შევიდა.

თუმცა, ჯეიმსს, როგორც ჩანს, თავისი “მეორე ცხოვრებაც” აქვს და ეს მეორე ცხოვრება არც მეტი, არც ნაკლები, მძარცველობას ნიშნავს. ჯეიმს პეიჯი ჯერ კიდევ 3 წლის წინ დააკავეს ბანკის გაძარცვის ბრალდებით. თუმცა მაშინ ამერიკის კრივის საზოგადოება ჩაერია საქმეში და მოკრივეს დანაშაული აპატიეს.

ახლა კი, ჯეიმს პეიჯი არა ერთი, არამედ ერთბაშად 5 ბანკის ძარცვაშია ბრალდებული და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ “ვირის აბანოს” ხეხვა კარგა ხანი მოუწევს. სხვათ შორის, შარშან პეიჯმა დიდ კრივში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ პირველივე შეხვედრა ნოკაუტით წააგო და მიხვდა, კრივზე კარგად სხვა “საქმე” რომ გამოსდიოდა. თუმცა, იქაც ჩაფლავდა...

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118321