საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, ზაზა ჯანაშიას უმცროსი ძმა ზამირ ჯანაშია, სომხურ “ულისში” ითამაშებს. ამის შესახებ, სომხური ინტერნეტგამოცემა armsport.am-ი იუწყება.
26 წლის ფეხბურთელს, საქართველოში ფოთის “კოლხეთში”, თბილისის “დინამოში” და “ზუგდიდში” უთამაშია. “ულისში” გადასვლამდე, ის მოსკოვის "დინამოს" ფუტსალის გუნდში თამაშობდა.
მის გარდა, “ულისში” კიდევ ერთი ქართველი ლეგიონერი, გიორგი ხუბუა იასპარეზებს. 21 წლის საყრდენი ნახევარმცველი, ბოლოს “ზუგდიდის” ღირსებას იცავდა.









