ფეხბურთი

13:09 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” გოგიჩაიშვილი გაწვრთნის

“დინამოში” რადიკალური ცვლილებები მოხდა


თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთელი, ჩეხი მიხალ ბილეკის ნაცვლად კახი გოგიჩაიშვილი იქნება, რომელიც აქამდე კლუბში 19-წლამდელ ფეხბურთელებს წვრთნიდა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “დინამოს” პრეზიდენტმა რომან ფიფიამ 30 ივლისს “დინამო არენაზე” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გარდა ამისა აღნიშნა, რომ გუნდი რადიკალურად გაახალგაზრდავდება და ის საქართველოს ჩემპიონატისთვის არაადექვატური თანხების ხარჯვას აღარ აპირებს.

“დინამოში” მხოლოდ ერთი ლეგიონერი, ესპანელი ჩისკო დარჩება. ამ ეტაპისთვის უკვე გადაწყვეტილია რომ გუნდში აღარ ითამაშებენ მერებაშვილი, გრიგალაშვილი, მარცვალაძე, ლორია, ხიდეშელი, ხურცილავა, ჯორდა, გარსია, დოუსოუდილი, კვირკველია და ვუო.

“დინამოს” სპორტულ მენეჯერად ირაკლი ვაშაკიძე აღარ იმუშავებს. ფიფიას განცხადებით, ეს პოსტი გაუქმებულია და მხოლოდ გოგიჩაიშვილი გადაწყვეტს რომელი ფეხბურთელი აიყვანოს გუნდში და ვინ გაუშვას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109966