ფეხბურთი

16:24 | 31.05.2011 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო” ესპანელ მწვრთნელს ხვალ წარადგენს

საფეხბურთო კლუბი თბილისის “დინამო” ახალ მთავარ მწვრთნელს, ალექს გარსიას ხვალ, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” 14:30 საათზე წარადგენს.
დინამოელთა პრეს-ატაშე გიგა გვენცაძემ “მსოფლიო სპორტს” აცნობა, რომ 41 წლის ესპანელი თბილისს დღეს, 23:45 საათზე ეწვევა – მას ფიზმომზადების მწვრთნელი მარკ უგეტი და “დინამოს” აკადემიის მომავალი ხელმძღვანელი ანდრეს კარასკო არ ჩამოყვებიან.
შეგახსენებთ, რომ გარსია 2007-2009 წლებში “ბარსელონაში” ჟუვენილ A-ს წვრთნიდა, ხოლო ბოლოს კატალონიელთა ტექნიკურ დეპარტამენტში მუშაობდა. ესპანელმა “დინამოს” თავკაცის პოსტზე კახა კაჭარავა შეცვალა, რომელიც კლუბში მწვრთნელ-სელექციონერად იმუშავებს.

 

ლაშა თაბაგარი
 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.541432