ფეხბურთი

16:41 | 18.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

„დინამო“ ბათუმის ხელმძღვანელობის და ფეხბურთელების პრეზენტაცია

ბათუმის „დინამოს“ დირექტორი ოთარ ფედიჩკინი, მთავარი მწვრთნელი კობა ჟორჟიკაშვილი და კლუბში მოწვეული ახალი ფეხბურთელები გულშემატკივრების წინაშე პირველად წარსდგნენ. უმაღლესი ლიგიდან გუნდის გავარდნის შემდეგ  კლუბის ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი მთლიანად შეიცვალა.

გუნდის ახალი სპორტული დირექტორი, წარსულში ბათუმის „დინამოს“კაპიტანი, მალხაზ მახარაძეა. მთავარ მწვრთნელს, ასევე წარსულში ცნობილი ბათუმის „დინამოელები“ ლევან ხომერიკი და ბორის გონჩაროვი დაეხმარებიან, განვითარების მენეჯერი კი გელა შეყილაძე  იქნება. „დინამო 2“-ს ივანე მახარაძე ჩაიბარებს.

მომავალი სეზონისთვის „დინამოს“ მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა, კლუბიც შესაბამისად გაძლიერდა. გიგა კვერენჩხილაძე („გურია“ ლანჩხუთი), ირაკლი ჩირიკაშვილი ( „ქსამაქსი“ შვეიცარია), ბადრი ტეტუნაშვილი („ვიტ ჯორჯია“, თბილისი), გიორგი ალავიძე („გაგრა“), სანდრო ჭიღვარია („მეტალურგი 2“, რუსთავი) და დიმიტრი ადეიშვილი („მეტალურგი 2“, რუსთავი)) გუნდს მოსამზადებელ ეტაპზე შეუერთდნენ.

2013/14 სეზონს „დინამოს“ ახალი ტექნიკური სპონსორი, გერმანული „SALLER”-ი შემოსავს. უახლოეს მომავალში, გულშემატკივარს, ბათუმის „SALLER”-ის წარმომადგენლობაში კლუბის ეკიპირების შეძენა შეეძლება.

კლუბის ხელმძღვანელობის წარმატებული მუშაობის შედეგად სიახლე ბათუმის „დინამოს“ ერთგული ქომაგების, „პირატების“ დაფინანსება და ტრანსპორტირებაა, რომელსაც კომპანია „კოკა-კოლა“ უზრუნველყოფს.

კომენტარები:

ოთარ ფედიჩკინი - დირექტორი 

„დინამოს“ დირექტორობა დიდი გამოწვევაა ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის, რადგანაც კლუბში მოსვლისას არც  ინფრასტრუქტურა დაგვხვედრია და არც კლუბის ჩამოყალიბებული სტრუქტურა. რაც შეეხება პირველს, კლუბის სტრუქტურას - ეჭვიც არ მეპარება, რომ ყოფილი დინამოელები მალხაზ მახარაძე, ლევან ხომერიკი, ბორის გონჩაროვი, გელა შეყილაძე, ირაკლი თოთლაძე და ბესიკ თედორაძე თავს კარგად გაართმევენ დაკისრებულ მოვალეობას. გუნდისთვის „ანგისის“ ბაზის შეკეთებას კი უახლოეს მომავალში დავიწყებთ.

კობა ჟორჟიკაშვილი - მთავარი მწვრთნელი

ბათუმის „დინამოში“ მხოლოდ გამარჯვებისთვის და წარმატებისთვის მოვედი. მომავალი სეზონისთვის ექვსი ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ უმაღლეს ლიგაში მომავალ წელსვე დავბრუნდეთ. 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159982