ფეხბურთი

20:13 | 4.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” “ტორპედო” ისევ დიდი ანგარიშით დაამარცხა

ეს გუნდები წლევანდელ სეზონში მეხუთედ შეხვდნენ ერთმანეთს. ორჯერ ქვეყნის თასზე (სადაც ორრაუნდიან მეოთხედფინალში გორელებმა იმარჯვეს) და უკვე მესამედ ჩემპიონატში. სექტემბერში, პირველი შეხვედრა ქუთაისში 0:0 დამთავრდა, გორში კი “დილამ” 3:0 იმარჯვა.

პარასკევს “ტორპედო” ნომინალური მასპინძელი გახლდათ. მოგეხსენებათ, ქუთაისის სტადიონს დისკვალიფიკაცია აქვს და საშინაო მატჩებს ტორპედოელები თბილისში, “მიხეილ მესხზე” მართავენ უმაყურებლოდ.

ამ ტურამდე გორელებმა ზედიზედ ორი შეხვედრა წააგეს. მწვრთნელიც შეეცვალათ, თავისით წასული რამაზ სოღოლაშვილის ნაცვლად გუნდში გია გიგატაძე მივიდა, რომელიც, სხვათაAშორის, ცოტა ხნის წინათ “ტორპედოში” მუშაობდა მწვრთნელის თანაშემწედ.

მოკლედ, გორელებმა ყოჩაღად დაიწყეს და უკვე მე-14 წუთზე გახსნეს ანგარიში. ბოლქვაძემ ბერიაშვილი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ამანაც კვასხვაძეს უპრობლემოდ გაუტანა. რამდენიმე წუთში კი მოხდა ეპიზოდი, რომელმაც განსაზღვრა კიდეც მატჩის ბედი - 37 წლის სევასტი თოდუამ საკუთარ საჯარიმოში შალამბერიძე წააქცია, პენალტიც “აიკიდა” და წითელი ბარათიც მიიღო. რაზმაძემ ზუსტად გარდასახა თერთმეტმეტრიანი.

კაცნაკლულ “მასპინძლებს” უფრო გაუჭირდათ. დაწყებიდან ნახევარი საათი სრულდებოდა, როცა ბერიაშვილი ფლანგიდან კარგად გაიჭრა და საჯარიმოში ბურთი ზუსტად გადასცა შალამბერიძეს, რომელმაც ერთი შეხებით სამამდე გაზარდა უპირატესობა. ტაიმის მიწურულს იმავე შალამბერიძეს კიდევ შეეძლო თავი გამოეჩინა, მაგრამ ვეღარ ივარგა. თუმცა საქმე ფაქტობრივად, მომთავრებული იყო.

მეორე ნახევარში “სტუმრები” ნაკლებად აქტიურობდნენ, თუმცა რამდენიმე მწვავე მომენტი კიდევ შექმნეს. ქუთაისელებმა თამაში ვერ ააწყვეს. საბოლოოდ, დამთავრებამდე სამი წუთით ადრე, გორელებმა მეოთხე გოლიც გაიტანეს, კოშკაძის გადაცემის შემდეგ, ბერიაშვილმა საჯარიმოში კარგად ითამაშა, მეკარეც მოატყუა და დუბლიც მიითვალა.

 

ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი) 0:4 (0:3)

4 აპრილი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” უმაყურებლოდ

ტორპედო: კვასხვაძე (ადამია 46), თოდუა, სავჩენკოვსი, გოგიჩაიშვილი, ჩადუნელი, გელაშვილი, მარკოზაშვილი, ელიავა (ბერუაშვილი 46), ჩიკვილაძე, ლექვთაძე (ხარაბაძე 21), ღონღაძე

მწვრთნელი: რევაზ ძოძუაშვილი

დილა: ლეგაშვილი, კვახაძე, ორბელაძე, სადაღაშვილი, ბოლქვაძე, მამუკა კობახიძე, ოთარ ხიზანეიშვილი (ჯიშკარიანი 65), შალამბერიძე (გოგინაშვილი 46), რაზმაძე, გურეშიძე (კოშკაძე 55), ბერიაშვილი

მწვრთნელი: გია გიგატაძე

გოლები: 0:1 ბერიაშვილი (7), 0:2 რაზმაძე (პენ, 19), 0:3 შალამბერიძე (30), 0:4 ბერიაშვილი (87)

გაფრთხილება არ ყოფილა

გაძევება: თოდუა (17)

მსაჯი: ჯენერ ხორავა

 

სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ლობჟანიძე (43), 2:0 კილასონია (58, საკუთარ კარში) 

 

ჩიხურა (საჩხერე) – დინამო (თბილისი) 1:1 (0:0)

გოლი: 1:0 ჯიღაური (52), 1:1 მარცვალაძე (77)

 

ზესტაფონი – გურია (ლანჩხუთი)

5 აპრილი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებულები: ზაზა ჭელიძე (“ზესტაფონი”); ჩუენსუ არნაუ, ალექსანდრე შენგელია, ნიკა კილაზე

მიმდინარე სეზონში: 1:0, 1:0

 

1.           დინამო (თბ)                           25                17             4                4                56:18              55            
2. ზესტაფონი 24 13 4 7 32:16 43
3. სიონი  24 11 6 7 31:24 39
4. ჩიხურა   25 11 6 8 42:38 39
5. მეტალურგი 25 10 6 9 28:29 36
6. გურია  23 11 0 12 25:32 33

 

ტორპედო (ქუთაისი) – დილა (გორი) 0:4 (0:3)

გოლები: ბერიაშვილი (7), 0:2 რაზმაძე (19, პენ), 0:3 შალამბერიძე (30), 0:4 ბერიაშვილი (87) 

გაძევება: თოდუა (17) 

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – მერანი (მარტვილი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 კალანდია (69) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ზუგდიდი

5 აპრილი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მინდორი. 16:00

მიმდინარე სეზონში: 1:1, 2:0

 

1.            დილა                                 25            9               8               8               34:26            35            
2. ვიტ ჯორჯია  25 10 5 10 32:32 35
3. ტორპედო     25 9 5 11 25:36 32
4. სპარტაკი  24 7 3 14 21:32 24
5. ზუგდიდი   24 6 5 13 14:32 23
6. მერანი  25 5 4 16 18:43 19

 

მეგოლეები:

14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117712