არგენტინაში გამომავალმა გაზეთმა ”ოლემ”, ”ალბისელესტეს” ქომაგებს შორის ჩაატარა გამოკითხვა იმის გასარკვევად, არგენტინელ ქომაგებს მარადონასადმი მიძღვნილი რომელი სიმღერა მოსწონთ ყველაზე მეტად. აღმოჩნდა, რომ არგენტინელებმა მარადონას 20-ზე მეტი სიმღერა მიუძღვნეს, თუმცა მათი უმეტესობა საკმაოდ მდარე ხარისხისაა და მხოლოდ რამდენიმე სიმღერაა, როგორც მუსიკალურად, ასევე შინაარსობრივად ხარისხიანად რომ შეიძლება ჩავთვალოთ.
ყველას გასაკვირად, მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა არგენტინელი მომღერლის, მანუ ჩაოს მიერ დიეგოსთვის მიძღვნილი უკვდავი ”ლა ვიდა ტომბოლა” (სიმღერას შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: http://www.youtube.com/watch?v=2PpYzw5194M რომელიც, სერბი რეჟისორის – ემირ კუსტურიცას მიერ მარადონაზე გადაღებულ ფილმშიც მოხვდა.
მესამე ადგილი დაიკავა სიმღერამ, რომელსაც უბრალოდ ”მარადონას” სიმღერა” ჰქვია და როგორც წესი, თავად დიეგო ასრულებს ხოლმე - http://www.youtube.com/watch?v=8NI5oTTW_is&feature=related.
პირველ ადგილზე, სრულიად უცნობი მუსიკოსის მიერ ტანგოს მოტივებზე შექმნილი სიმღერა გავიდა, რომელიც თავადაც დარწმუნდებით, რომ მართლაც საუცხოო მოსასმენია - http://www.youtube.com/watch?v=U4fKaoF5inQ&feature=related ამ სიმღერას ახლა საკმაოდ ბევრი ლათინოამერიკელი მომღერალი ასრულებს და ბევრი იბრალებს მის ავტორობას, თუმცა ჭეშმარიტი ავტორის დადგენა მაინც ვერ მოხერხდა.







