თამაშგარე

11:57 | 23.11.2011 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო მარადონა ევამ “აცდუნა“

ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა, რომელიც ამჟამად არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ საფეხბურთო კლუბს, “ალ ვასლის“ წვრთნის, ცოტა ხნის წინათ, რამდენიმე დღე სამშობლოში იმყოფებოდა. არგენტინაში დიეგოს ჩასვლის მიზეზები უცნობია, მაგრამ ამ ვიზიტის შესახებ გარკვეული ჭორები უკვე აგორდა.
როგორც იცით, მარადონამ თავისი მეუღლე კლაუდია უკვე მესამედ მიატოვა და დღემდე უცოლო კაცის სტატუსს ინარჩუნებს. სწორედ ამიტომაც ”გამოაბეს კუდები” მის ვიზიტს ერთ-ერთ არგენტინულ ტელეშოუში, სადაც დიეგო ყველასათვის უცნობ, სრულიად ახალგაზრდა გოგონასთან ერთად მივიდა. გოგონას სახელად ევა ჰქვია და როგორც დიეგო ირწმუნება, მასთან ოდენ მეგობრობა აკავშირებს, მაგრამ ისიც საინტერესოა, ისეთი რა მეგობრობა უნდა აკავშირებდეთ ოცდახუთიოდე წლის ლამაზმანსა და მასზე ორჯერ ასაკოვან დონ დიეგოს...
ასეა თუ ისე, არგენტინაში უკვე საუბრობენ დიეგოს ახალი საყვარლის შესახებ და უკვე არკვევენ, თუ ვინ არის მშვენიერი ევა, რომელმაც მარადონა ბიბლიური ევას მსგავსად ”აცდუნა”. ასევე გარკვეულ ეჭვებს ბადებს თავად ის ფაქტი, თუ რაში დასჭირდა დიეგოს ტელეშოუში ქალთან ერთად მისვლა. ვითომ ყოფილ ცოლს მოუგო ნიშნი?! მართლაც რომ ძალიან რთულია გაიგო, თუ რა უდევს გულში დიეგო მარადონას...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161197