ბოლო წლებში, რატომღაც, მოდაში შემოვიდა პოპულარული წყვილებში მრავალშვილიანობა. ეს, უბრალოდ წამხედურობაა, ქველმოქმედება (საკმაოდ ბევრი წყვილი, ბიოლოგიური შვილების გარდა, აყვანილი შვილების მშობლებიც არიან), თუ უბრალოდ, უნდათ ბევრი შვილი ჰყავდეთ, ამაზე ჯერ სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. მაგრამ ფაქტია, რომ ჰოლივუდის, თუ სპორტსმენების ელიტარულ წრეებში საკამაოდ მომრავლდნენ მრავალშვილიანი დედიკოები.
ამ საკითხზე მსჯელობისას, ალბათ ყველას, პირველ რიგში, ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავური წყვილი, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი გაახსენდებათ. მათ ხომ არც მეტი, არც ნაკლები, ექვსი შვილი ჰყავთ - სამი ბილოლოგიური და სამიც აყვანილი.
როგორც ჩანს, ანჯელინას და ბრედის “გზას” მიჰყვებიან დევიდი და ვიქტორია ბექჰემები. წყვილი მალე მეხუთე ბავშვს ელოდება! რატომაც არა?! საამისოდ მათ უამრავი ფული და ძლიერი სურვილი გააჩნიათ. 37 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ჯერ კიდევ ფორმაშია და ამერიკის საფეხბურთო ლიგაში აქტიურად ასპარეზობს. დევიდმა სმას და მოწევას თავი დაანება და განაცხადა, რომ შვილების ყოლა კიდევ სურთ, რადგან ასე უფრო მეტი მხიარულება და სიხალისეა ოჯახში. ეს, მართლაც დასაფასებელია ამ წყვილისთვის და მისაბაძია სხვებისთვის – ბევრი შვილი, მართლაც ბედნიერებაა და თუ ამის ფინანსური საშუალებაცაა, ამ სიკეთეზე უარის თქმა, უბრალოდ, დანაშაულია!







