თამაშგარე

15:16 | 23.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ დე ხეამ ინგლისელი ქალები მოხიბლა

ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის“ ესპანელი გოლკიპერი, დევიდ დე ხეა ერთ-ერთმა ბრიტანულმა ქალების ჟურნალმა პრემიერლიგის ყველაზე სექსუალურ ფეხბურთელად აღიარა. დევიდი პრემიერლიგაში 2 წელიწადიც არაა რაც ირჯება, მაგრამ თავისი კარგი თამაშით უკვე მოიპოვა მანჩესტერელი ქომაგების აღიარება. კარგ თამაშს კი, როგორც წესი, თან ”სხვაგვარი აღიარებაც” ახლავს ხოლმე.
ინგლისი ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, სადაც ფეხბურთელებს, მათ ცოლებსა თუ საყვარლებს და ხშირად მწვრთნელებსაც კი, ბულვარული პრესის წარმომადგენლები სექსუალური კუთხით აფასებენ. თან საინტერესო ისაა, რომ ასეთ გამოკითხვებს არა ერთი, არამედ რამდენიმე ჟურნალი თუ გაზეთი ცალ-ცალკე ატარებს. ასევე არსებობს მამაკაცებისა და ქალების ცალ-ცალკე გამოკითხვის ტრადიციაც.
შარშან ინგლისში, რამდენიმე გამოცემამ ყველაზე მიმზიდველ ფეხბურთელად დევიდ დე ხეას თანაგუნდელი, პორტუგალიელი ნანი დაასახელა. მწვრთნელებს შორის კი, სიმპათიურ-სექსუალურის წოდებას, წლებია, ლონდონის ”არსენალის” მესაჭეს ფრანგ არსენ ვენგერს ანიჭებენ.
ასეთი გამოკითხვები საქართველოში რომ ჩატარდეს, შედეგებთან ერთად, ალბათ, განსაკუთრებულად საინტერესო გამარჯვებული ნომინანტების რეაქცია იქნება...    
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.089237