თამაშგარე

11:41 | 28.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ბექჰემს კაეშანი შემოაწვა

როგორც ჩანს, ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი მეოჯახე მამისა და წესიერი ქმრის ამპლუამ ძალიან დაღალა. ყოველ შემთხვევაში, დევიდმა ერთ-ერთ ამერიკულ ბულვარულ გამოცემასთან საუბარში აღიარა, რომ ბედნიერია 4 შვილის მამობით და არც თავის ცოლს ემდურის, მაგრამ ხანდახან ძალიან ენატრება ის დრო, როდესაც ოჯახური გაწამაწიისაგან სრულიად თავისუფალი კაცი იყო და საკუთარ გემოზე ცხოვრობდა.
დევიდი მეოთხე შვილის მამა სულ ცოტა ხნის წინ გახდა. მის ცოლს სამი ბიჭის შემდეგ,  ნანატრი ქალიშვილი ეყოლა, რომელსაც დევიდ ბექჰემმა და ვიქტორიამ სევენ ჰარპერი დაარქვეს. ფეხბურთელი არ აღიარებს, რომ მისი ბოლოდროინდელი კაეშანისა და ძველი დროის ნოსტალგიის მიზეზი ვიქტორია ადამს-ბექჰემის ხასიათია, რომელიც ერთ დროს მექალთანედ სახელდებულ ქმარს მკაცრად აკონტროლებს და ყოველმხრივ უზღუდავს ქალებში განავარდების შანსს.
ოთხი თვის წინ “მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელებს პრემიერლიგაში გამარჯვებასთან დაკავშირებით საზეიმო ბანკეტი ჰქონდათ, სადაც მათი ძველი თანაგუნდელი, დევიდ ბექჰემიც მიიწვიეს. დევიდს, რასაკვირველია, ძალიან სურდა ძველ მეგობრებთან მოლხენა, მაგრამ ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ მისი მანჩესტერში ვერჩასვლის მიზეზი ცოლთან ჩხუბი იყო. ვიქტორიას დევიდი მანჩესტერში არ გაუშვია, რადგან მან კარგად იცის, რომ ასეთი ქეიფები ბოლოს ფეხბურთელების ქალებში განავარდებით სრულდება ხოლმე. შესაბამისად, ზის ახლა  ჩვენი დევიდი ცოლ-შვილთან ერთად და კაეშანს არის მიცემული. რას გაუგებთ ამ ინგლისელ ქალებს...  
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.181433