რომელ ქალს გაუხარდება, ქმრის ღალატის შესახებ ჭორს რომ გაიგებს? ალბათ, არცერთს! მაგრამ, ეჭვიანი ცოლიცაა და ეჭვიანი ცოლიც.. დევიდ ბექჰემის მეუღლე, ვიქტორია ადამს-ბექჰემი ქალების სწორედ იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც გამუდმებულად ეჭვიანობენ.
როგორც ცნობილი გახდა, ვიქტორიამ დევიდის ახალი საყვარელი “აღმოაჩინა” და ამის შესახებ საზოგადოებას ვიქტორიას ერთ-ერთმა ამერიკელმა მეგობარმა ამცნო. ოჯახური დრამატული სცენა დაახლოებით ისე განვითარდა, როგორც ზოგადად ხდება ხოლმე. სახლში მისულ დევიდ ბექჰემს გაბრაზებული ცოლი დაუხვდა, რომელმაც ქმარს საყვარელთან გადაღებული ფოტოები სახეში შეაყარა და მოსთხოვა, აეხსნა - “ვინ იყო ეს ქალი?!”
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტნის დიაცთმოყვარეობა საქვეყნოდაა ცნობილი, მაგრამ ამჯერად, დევიდ ბექჰემი ირწმუნება, რომ მისი ცოლის ავადმყოფური ეჭვიანობის მიზეზი, 22 წლის სტუდენტი გოგონა, იზაბელა ვირსეტი მისი ერთ-ერთი რიგითი თაყვანისმცემელია და ფეხბურთელმა იზაბელასთან ფოტოც სწორედ გოგონას დიდი თხოვნის შემდეგ გადაიღო. შეიძლება, დევიდი მართალსაც ამბობს, მაგრამ დაეჯერება ვითომ?







