დევიდ ბექჰემმა თავის ცოლთან, ვიქტორია ბექჰემ-ადამსთან ოჯახური პრობლემები მოაგვარა თუ არა, მსწრაფლ ”საქმეზე გადავიდა” და შედეგმაც არ დააყოვნა. ცოლ-ქმარმა ბექჰემებმა, საზოგადოებას ამცნეს, რომ ვიქტორია კვლავ ფეხმძიმედაა და სულ მალე, 2011 წლის ბოლოს, დევიდი მამა უკვე მეოთხედ გახდება.
როგორც იცით, აქამდე დევიდ ბექჰემი სამი ვაჟიშვილის მამობით იწონებდა თავს. ცოლ-ქმრის თანაცხოვრების 13 წელი საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ ვიქტორიას სამი ბიჭი გაეჩინა, მაგრამ დევიდი სულ ჩიოდა იმაზე, რომ ძალიან უნდოდა ქალიშვილიც ჰყოლოდა, მაგრამ გოგო არა და არ გამოსდიოდა. ახლა კი, ექიმებმა უკვე დაადასტურეს რომ ბექჰემების ოჯახში რიგით მეოთხე შვილი, ესოდენ ნანატრი გოგონა იქნება და როგორც დევიდი ამბობს, იგი ასეთი გახარებული პირველი შვილის – ბრუკლინის გაჩენის დროსაც კი არ ყოფილა.
ცოლ-ქმარს ჯერჯერობით არ აქვთ გადაწყვეტილი, თუ რას დაარქმევენ თავიანთ პირმშოს, რომელიც ქვეყანას სექტემბრის თვეში მოევლინება. როგორც დევიდი ამბობს, ქალიშვილისათვის სახელის შერჩევის სიამოვნებას მთლიანად ვიქტორიას დაუთმობს.







