თამაშგარე

11:24 | 7.02.2012 | ნანახია [] - ჯერ

დევიდ ბექჰემი - ფეხბურთი თუ ქოჩორი

ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი, რომელიც საგულდაგულოდ ზრუნავს თავის ჩაცმულობასა და გარეგნობაზე, თურმე მელოტდება და ამასთან ერთად, ჭაღარავდება კიდეც. ამ ფაქტმა იგი შოკში ჩააგდო და ამასთან დაკავშირებით, ფეხბურთელმა ახლახანს განცხადებაც გააკეთა.
”ძალიან ვარ შეწუხებული იმის გამო, რომ შეიძლება მამაჩემივით გავმელოტდე. ამან ისე იმოქმედა ჩემზე, რომ ბოლო დროს ფეხბურთზე ფიქრს ვეღარ ვახერხებ”, _ დაიჩივლა შეწუხებულმა ბექჰემმა. ფეხბურთელი ფიქრობს, რომ თავი გადაიპარსოს, რათა ასე მაინც შეაჩეროს თმის ცვენა. თუ არა და, არც თმის გადანერგვის წინააღმდეგია.
თმის გადანერგვის ოპერაციას ბევრი ცნობილი მამაკაცი მიმართავს. ახლახანს ასეთი ოპერაცია არანაკლებ ცნობილმა ფეხბურთელმა, ინგლისელმა უეინ რუნიმაც გაიკეთა და დღეს უკვე ქოჩორაშლილი, ამაყად დააგორებს ბურთს სტადიონიდან სტადიონზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094877